|
2018-11-08 14:49:37, 1930 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს - ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმირებულია ყველა მეგობარი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია. „რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა 2008 წლიდან. ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად. პროცესის შესახებ ინფორმირებულია ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარს, რომელთაც ასეთი ოპერატიული რეაგირება გამოიჩინეს და შეფასება მისცეს ამ პროცესს. ჩვენ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობისა და დარწმუნებულნი ვართ, ამ უსამართლობას აუცილებლად შევაჩერებთ“, - განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი თანხა გამოიყოფა. „ამავე დროს, ჩვენ განვაგრძობთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას. წელს, ზამთრის პერიოდში, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, გათბობით უზრუნველყოფის მიზნით მიმდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ბენეფიციარისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა და ამავე დროს, გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება 2018-2019 წლებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)