|
2018-11-07 15:40:39, 1868 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ძალიან ვამაყობ
მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ძალიან ვამაყობ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ DW-სთან ინტერვიუში განაცხადა, მმართველი გუნდი ცდილობს ის რუსეთის აგენტად წარმოაჩინოს. "არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვინაიდან ადამიანი, რომელიც თბილისში, 1958 წელს დაიბადა, სხვაგვარად ვერ იქნებოდა. მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ძალიან ვამაყობ. მე მონაწილეობა მივიღე მოლაპარაკებებში, რომელმაც ჩვენი ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადა: ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ. ფანტასტიური სკოლა გავიარე. არ ვიცი, როგორი პროფესიული კვალიფიკაცია გააჩნია ზურაბისვილს. როდესაც მოსახლეობა მე საგარეო საქმეთა საუკეთესო მინისტრად მასახელებს, ამით ვამაყობ. ე.წ. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის ტელეარხები ცდილობენ ჩემს ბიოგრაფიაზე თამაშს, რომ თითქოსდა მე „კგბ“-ს აგენტი ვარ. ეს არ მუშაობს. ჩემი ცხოვრების 5 წელი რუსეთთან ბრძოლას დავუთმე და ამაში საკმაოდ წარმატებული აღმოვჩნდი. რუსეთი ვენესუელასთან, სირიასთან და ნიკარაგუასთან სამარცხვინო კომპანიაში დავტოვე. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, როგორი რეაქცია ექნება კრემლს ჩემ გამარჯვებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)