|
2018-11-07 15:29:32, 1840 ნახვა
კომენტარი
კობახიძე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაზე: როდესაც ეს ადამიანები 7 ნოემბერს ულტიმატუმებით გამოდიან, არ არის სწორი
“როდესაც 7 ნოემბერს ეს ადამიანები გამოდიან ასეთი ულტიმატუმებით, ეს არ არის, ნამდვილად, სწორი საქციელი”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, მმართველმა გუნდმა 10 დღის ვადაში შეასრულოს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები. „ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში დღეს რეზოლუციას შეიტანს, რომლის თანახმადაც, პარლამენტმა შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოსთხოვოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ ორი თვის წინ შეიმუშავა. როგორც კომისიის ხელძღვანელმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რეზოლუციის თაობაზე პარლამენტისგან რეაგირებას უახლოეს 10 დღეში ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)