|
2018-11-06 14:43:22, 1719 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი, ასეთია მთავარი „პახანის“ ტარიფი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს ეხმაურება. როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძეს საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. "ივანიშვილმა, რომელმაც გუშინ 800 ათასი ამომრჩეველი რევანშისტად გამოაცხადა, დაიწყო ახალი იაფასიანი ტრიუკების გამოგდება...ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი. არა ივანიშვილის კორუფციის, არამედ აუდიტის ხელმძღვანელის ბარში ცემის საქმეზე. პარალელურად,ახალქალაქის მოძალადეები 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ასეთია მთავარი "პახანის" ივანიშვილის დადგენილი ტარიფი ცემაზე. სწორედ, ივანიშვილის ჯიბეში წავიდა 3 მილიარდი ლარი საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამ საქმეში, რა თქმა უნდა, იყენებდა ფარცხალაძეს, მაგრამ ეს ფული მაინც მთლიანობაში მასთან მიდიოდა და არა ფარცხალაძესთან...ველოდებით ახალ მსგავს ხუმრობებს ქუმსიშვილთან და 1-2 წვრილფეხასთან მიმართებაში. აბა, უჩას და თავად ბიძინას ვინ გაუბედავს... ივანიშვილს აქვს პრინციპი თავისთვის - "მე მინუს ყველა".. ხოლო,ჩემი პრინციპია-ყველა მინუს ივანიშვილი!", - წერს ყოფილი პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)