17:47 - 07 Jul, 2026
|
2018-10-03 10:48:52, 2043 ნახვა
სამართალი
რუსთავში ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებმა ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 16 კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი მოიპოვეს. ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა ნავი, ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, ფანარი, აკუმლატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი. ორივე მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)