10:10 - 18 Aug, 2026
|
2018-09-24 16:34:08, 1809 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში, სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა
ზუგდიდში, სასწრაფო დახმარების მანქანას ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, პაციენტები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმთა დაკვირვების ქვეშ კიდევ რამდენიმე საათს დარჩებიან. დაშავებულებს ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)