|
2026-08-18 09:25:31, 271 ნახვა
მსოფლიო
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი მისი პრეზიდენტობის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა და ამერიკელების დიდი უმრავლესობა შეშფოთებულია, რომ აშშ-ის ომი ირანთან გაჭიანურდება. ამის შესახებ, Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად ხდება ცნობილი. გამოკითხვის თანახმად, ოთხი დღის განმავლობაში გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ 33%-მა განაცხადა, რომ ისინი ამტკიცებდნენ ტრამპის მუშაობას თეთრ სახლში, ხოლო 64%-მა უკმაყოფილება გამოთქვა. აღნიშნულია, რომ ტრამპის მოწონების რეიტინგი, რომელიც აგვისტოს დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის 35%-დან შემცირდა და მისი ამჟამინდელი ვადის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, ახლა მისი წინა ვადის ყველაზე დაბალ ნიშნულს გაუტოლდა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ამერიკელების დაახლოებით 80% - მათ შორის დემოკრატების 87% და რესპუბლიკელების 71% - თვლის, რომ აშშ-ის ჩართულობა ირანთან კონფლიქტში „დიდხანს გაგრძელდება“. ამავდროულად, რესპონდენტთა მხოლოდ 16% თვლის, რომ კონფლიქტი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება. Reuters/Ipsos-ის ონლაინ გამოკითხვაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,166 ზრდასრული ამერიკელი მონაწილეობდა, ორივე მიმართულებით 3 პროცენტული პუნქტის ცდომილების ზღვრით. ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები „ირანს დაამარცხებს“, ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ირანმა უპასუხა, რომ ჰორმუზის სრუტის ხელში ჩაგდება ტვიტით, ავიამზიდით, აღმასრულებელი ბრძანებით ან საარჩევნო კამპანიის სიტყვით არ შეიძლება. აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ამტკიცებს, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს საკმარისი რესურსები აქვთ ირანის საზღვაო ბლოკადის განუსაზღვრელი ვადით შესანარჩუნებლად.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)