|
2018-09-24 14:07:50, 2183 ნახვა
საზოგადოება
გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს
გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს. „ძალა ერთობაშია“, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აკისრებს. "იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ბოლო კეთილ საქმედ შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი. ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პირადად პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს“, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველო ლიდერთა შორის“ დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ვანო მერაბიშვილს საფუძვლიანი კვლევა ჩაუტარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)