|
2018-09-22 13:06:52, 1367 ნახვა
საზოგადოება
პანკისში, მსუბუქი მანქანა რამდენიმე ბავშვს და ქალს დაეჯახა - მძღოლი დაკავებულია
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სადაც ადგილობრივები „პანკისობა 2018“-ის ფარგლებში გასართობი ღონისძიებების ჩატარებას აპროტესტებდნენ, მამაკაცი დააკავეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, მან 15-მდე ბავშვისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ბავშვი მსუბუქად დაშავდა. შეუძლოდ გახდა ქალიც, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო. „დაკავებული მამაკაცი იმ ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელიც „პანკისობა 2018“-ში იღებდა მონაწილეობას. მას შემდეგ, რაც ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა“ ჩაიშალა, მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით, სავარაუდოდ ნივთების ასაღებად, ღონისძიების ჩატარების ადგილზე მისვლას ცდილობდა. შესასვლელი ბავშვებს ჰქონდათ გადაკეტილი, მიუხედავად ამისა, მან ჯაჭვის გარღვევა სცადა და ბავშვებს შეეჯახა“, - ნათქვამია მედიასაშუალების ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: Reginfo.ge
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)