|
2018-09-22 12:09:48, 1478 ნახვა
საზოგადოება
„პანკისობა“ დღეს აღარ გაიმართება - ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს
„პანკისობა 2018“ დღეს აღარ გაიმართება. პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობლებმა და ადგილობრივებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები "პანკისობა 2018"-ს ჩატარებას აპროტესტებდნენ. მათ მემორიალის შესასვლელი ჰქონდათ გადაკეტელი და "პანკისობაზე" მანქანებს შიგნით არ უშვებდნენ. ამფითეატრში მისულ მოსახლეობას, სადაც ღონისძიებები უნდა გამართულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვა არასწორია, რადგან ამ ადგილთან ახლოს მისი შვილია დასაფლავებული. აქციის დროს ინციდენტიც მოხდა. კერძოდ, ერთ-ერთი მოქალაქე მსუბუქი ავტომობილით ბავშვებს და ქალს დაეჯახა. ის ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ „პანკისის სათემო“ რადიო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)