|
2018-09-21 12:42:03, 1534 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მაღალი სოციალური მნიშვნელობის მქონე დაავადებებზე სკრინინგული გამოკვლევების პროცესებში ეროვნული ცენტრის ჩართულობის გაღრმავებას, მათ შორის - C ჰეპატიტსა და შიდსზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გასვლითი მრავალპროფილური სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების აქციებში ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა მონაწილეობას. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ობიექტებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივ ღონისძიებებში ეროვნული ცენტრის მონაწილეობას. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)