10:59 - 18 Aug, 2026
|
2018-09-20 15:09:20, 2042 ნახვა
საზოგადოება
„რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს“ - ქუთაისის კინოთეატრი „მონაზონის წყევლას“ ქართულად არ გაახმოვანებს
ქუთაისის, "კინო საქართველოში" ფილმს "მონაზვნის წყევლა" "რელიგიის შეურაცხყოფის" გამო ქართულად არ გაახმოვანებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია კინოთეატრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. ადმინისტრიცაიის გადაწყვეტილებით, ფილმი კინოთეატრში ინგლისურ და რუსულ ენებზე გავა. "27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის "მონაზვნის წყევლა" ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ. ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე", - წერია კინოთეატრის გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)