|
2018-09-20 13:28:29, 1413 ნახვა
საზოგადოება
ჩხოროწყუში ბაღი „ქართული ოცნების“ ტორტით გაიხსნა
სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტს „ქართული ოცნება“ დააწერეს. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს. ბაღის გამგე მიმოზა დამენია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლოგო ტორტზე „ხელისუფლების მიმართ პატივისცემის ნიშნად“ გააკეთეს. „ჩვენ ოცნების დროშებიც გვქონდა გარეთ საქართველოს დროშასთან ერთად აღმართული, მაგრამ გუბერნატორთან ერთად იყო გოგო, რომელმაც გვითხრა, რომ ეს დროშა უნდა მოგვეხსნა და ტორტზე ოცნების ლოგოც გადაგვიხაზა. ეს რად გინდოდათო - გვითხრა. ოცნებაა ახლა ხელისუფლებაში და არ მეგონა, თუ ცუდი რამე გავაკეთეთ. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალი ბაღი აგვიშენა. ვინმეს, რომ ეთქვა მანამდე, რომ არ იყო საჭირო, არ გავაკეთებდით, მაგრამ სადაც შევდივარ, ყველგან ქართული ოცნების დროშაა და ჩვენთანაც რომ ყოფილიყო, ამით რა დავაშავეთ არ ვიცი“, - განაცხადა მიმოზა დამენიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)