|
2018-09-20 11:41:55, 1293 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს ურთიერთობებმა აქამდე არნახულ სიმაღლეებს მიაღწია
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, აშშ-საქართველოს ურთიერთობებმა სულ სხვა, ახალ დონეზე გადაინაცვლა და აქამდე არნახულ სიმაღლეებს მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ტელეკომპანია Fox-თან ინტერვიუში განაცხადა. გადაცემა Special Reports-ის წამყვანმა ბრეტ ბაიერმა მთავრობის მეთაურს დაუსვა კითხვა აშშ-ში სამუშაო ვიზიტისა და პრეზიდენტ ტრამპის ადინისტრაციასთან ურთიერთობის შესახებ. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივებს და მისი ადმინისტრაციის ჩართულობას საქართველოსთან ურთიერთობებში. "პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა ფართოვდება და დღითიდღე მტკიცდება. დღეს ის უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტის კითხვას, რა გზავნილების გაჟღერებას გეგმავს ქართველი ერის სახელით ამერიკელი ხალხის მისამართით გაეროს ტრიბუნიდან, პრემიერმა უპასუხა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლოობის გარდა ორ ქვეყანას ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს და მისი კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი არსებობს. "ჩვენი ძალისხმევით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს 8 ქვეყნისთვის, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე: 2 ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, 5 - ცენტრალურ აზიაში და ავღანეთი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოხმარების ბაზარი. ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი რაოდენობის ამერიკული კომპანია საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა. მამუკა ბახტაძემ ინტერვიუში ასევე გულწრფელი თანადგომა გამოუცხადა ქარიშხალ "ფლორენსის" შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)