16:31 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-23 15:37:57, 289 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას საზოგადოების  დაშინების მცდელობად აფასებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლება მედიის დაშინებას, დამოუკიდებელი ჟურნალისტების ქვეყნიდან გაძევებასა და საზოგადოების კონტროლის გაძლიერებას გეგმავს. 

გუშინ ციხიდან ვერ მოვასწარი გამოგზავნა და მინდა გამოვეხმაურო ვახო სანაიას პატიმრობას. ძალიან სახიფათო მომენტი დადგა, ვახო ნამდვილი პატრიოტი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტელექტუალური მებრძოლი ჟურნალისტია. მე მასთან ვმეგობრობ და ასევე ახლო მეგობარი ვიყავი მისი უფროსი ძმის, მოკლული ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიასი.

ვახოს არჩევა რა თქმა უნდა დაშინებას და სხვებისთვის მაგალითის მიცემას ემსახურება, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს დიდი გეგმის განხორციელების დაწყებას. აქ არის ორი მიზანი, პირველი - დიქტატურა აპირებს ტელევიზიების მოხურვას და ამავე დროს აპირებს შეაჩეროს ჟურნალისტების სოციალურ მედიაში გადანაცვლების დაწყებული პროცესი. ზუსტად ისე როგორც რუსეთი, დიქტატორი უტოვებს ჟურნალისტებს ერთადერთ შანსს - წავიდნენ ევროპაში და იქიდან იმაუწყებლონ.

მოკლედ ვახო სანაიას, ნოდარ მელაძის, თეა ადეიშვილის, მათე კირვალიძის, გიორგი თარგამაძის, ინგა გრიგოლიას და სხვების ადგილი აღარ იქნება საქართველოში, სადაც მათ ჩამოსვლაც კი აეკრძალებათ. არამედ მათი ლოკალიზება მოხდება ვარშავაში, ამსტერდამში ან ვილნიუსში და ეს მომენტი დადგება მაქსიმუმ 2-3 თვეში. ყველა ჟურნალისტს დაუდგება ალტერნატივა, ან ციხე ან ემიგრაცია!

მეორე მიზანია მთლიანად საზოგადოების დაშინება. მაგალითად იგივე ჩემს ფეისბუქს თუ აიღებთ, ხალხის აქტიურობა, ნახვები, ლაიქები, გადაზიარებები სწრაფად იზრდება. გაჩნდა ახალი ბლოგები, პოდკასტები, რომელთაც ბევრი უყურებს და ალაიქებს და ვახოს და ალბათ მალე სხვა ჟურნალისტების ჩასმით, უნდათ ამის უკან მოტრიალება.

ხოდა თუ საზოგადოება მასიურ კონტრშეტევაზე არ გადავიდა, ტელევიზიებიც ძალიან მალე დაიხურება, ჟურნალისტებსაც გააძევებენ და ხალხიც კიდევ მეტად დაშინდება.

ამ ეტაპის გავლის და ჟურნალისტების უცხოეთში გაყრის შემდეგ, დიქტატურა გადავა შემდეგ ეტაპზე - ომს გამოუცხადებს უცხოეთში მყოფ ყველა მოქალაქეს, რომელთაც საარჩევნო უფლება უკვე ჩამოართვეს. შემდეგი იქნება მათი ქონების დაყადაღება და ჩამორთმევა საქართველოში, პასპორტის გაგრძელებაზე და სხვა საკონსულო მომსახურებაზე უარის თქმა, ზოგადად მათი მტრად გამოცხადება. ეს ყველაფერი უკვე ხდება რუსეთში.

ასე რომ ვახოს დაჭერა ბევრად მეტს ეხება, ვიდრე ვახოს, "ფორმულას" ან ზოგადად ჟურნალისტიკას. ჩვენ ვართ ძალიან სახიფათო გზაგასაყარზე და აქ მოქმედების გარდა ყველა სხვა არჩევანი დამღუპველია, - წერს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics