10:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 00:34:05, 4038 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე მოუწოდებს მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს - მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდებს, პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან თავი შეიკავონ - ამის შესახებ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ილია მეორე ასევე მღვდელმთავრებს და მღვდლებს მოუწოდებს, პოლიტიკური განცხადებებით, ჩრდილს ნუ აყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, - ნათქვამია პატრიარქის მიამრთვაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics