|
2018-09-19 18:05:52, 2115 ნახვა
საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, რუსთავში დასაქმების ფორუმი გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, 19 სექტემბერს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე 23 მსხვილი და საშუალო კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც მოქმედი და რეალური თავისუფალი სამუშაო ადგილები წარმოადგინეს. დამსაქმებლებს ვაკანსიების ჩამონათვალი თვალსაჩინო ადგილას ჰქონდათ წარმოდგენილი, ასევე, მოქალაქეებს ადგილზე შეეძლოთ ბეჭდური და საპრეზენტაციო მასალების გაცნობა, კომპანიების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება, მათი შეთავაზებების და პირობების დეტალურად განხილვა. 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის სფეროებს მოიცავდა. ფორუმის განხორციელების ყველა ეტაპზე სააგენტო აქტიურად იყო ჩართული. მოქალაქეების ინფორმირებისათვის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge- ზე რეგისტრირებულ ქვემო ქართლში და მის შემოგარენში მცხოვრებ 30 000 სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა სმს შეტყობინება. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელი და პოტენციური დამსაქმებელი ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრაზე დასაქმების პროგრამების შესახებ, სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა ისაუბრა. დარბაზში შეკრებილ მოქალაქეებს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიმართა და მოუთხრო იმ შესაძლებლობების შესახებ მოუთხრო, რასაც დასაქმების ფორუმი მოიცავს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობის პროცესში რუსთავის მერიისა და სააგანეტოს დასაქმების დეპარტამენტს შორის შემდგომი თანამშრომლობის გეგმებიც გამოიკვეთა. დასაქმების ფორუმები საუკეთესო საშუალებაა, როგორც სამუშაოს მაძიებლებისათვის, რომლებსაც ფორუმი ბაზარზე არსებულ აქტიურ ვაკანსიებზე წვდომას უმარტივებს, ასევე დამსაქმებლებისათვის, ახალი კადრების მოზიდვის პროცესში. თარიღიც ღირსშესანიშნავია, ფორუმი „რუსთავქალაქობის“ დღესასწაულზე დაიგეგმა. წელს, რუსთავში ქალაქის 70 წლის იუბილე აღინიშნება.
(NS)
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)