11:44 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 17:18:52, 1823 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილის ძმა: განსხვავებული პოზიციის გამო სალომე ძალადობის ობიექტად იქცა

"სალომე ზურაბიშვილი განსხვავებული პოზიციის გამო ძალადობის კამპანიის ობიექტად იქცა", - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

როგორც ზურაბიშვილი წერს, საარჩევნო კამპანია უნდა წარიმართოს მათი იდეების პატივისცემის ნიშნით.

"ჩემი მოსაზრებები ცნობილია და მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება, ერთხელ კიდევ დავადასტურე ისინი. ამ განცხადებით მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მათ ვინც განსხვავებულად ფიქრობს და გამოხატავს სხვა მოსაზრებებს. ამიტომ მივესალმებოდი იმას, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართოს ადამიანების და მათი იდეების პატივისცემის ნიშნით თუნდაც, ისინი ჩვენს საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავდნენ. 

ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი, კერძოდ, იდეების შეჯახება და არა ადამიანების შეურაცხყოფა. ძლიერ იდეებს არგუმენტაციით იცავენ. სალომე ზურაბიშვილი განსხვავებული პოზიციის გამო ძალადობის კამპანიის ობიექტად იქცა, რომელიც მას ქვეყნის მოღალატედ მიიჩნევს და მიუღებელ შეურაცხყოფის აყენებს. მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენში დემოკრატია გაიმარჯვებს და ქართველები უფრო ღირსეულად გამოხატავენ თავის პოზიციას", - წერს ოთარ ზურაბიშვილი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics