|
2018-09-19 14:37:23, 1679 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა
ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენის დასახლებაში, დურმიშიძის ქუჩაზე მასშტაბური საგზაო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაცია 4 700 მ2 ფართობზე ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე ახალი ბორდიური და ტროტუარი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 300 500 ლარით დაფინანსდა. პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „წელს ისნის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი დურმიშიძის ქუჩაზე განვახორციელეთ. დაახლოებით, 45 წელია აქ სამუშაოები არ ჩატარებულა და გზა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო და დღეს მოსახლეობას საცხოვრებლად სულ სხვა გარემო აქვს. საგზაო სამუშაოების გარდა, ქუჩის დამისამართება მოხდა, რაც ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
(NS)
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)