15:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 14:27:47, 1712 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, არტურ ხაჩატრიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა სომეხ კოლეგას  აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო. მინისტრმა ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა და ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

„მინისტრის რანგში საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია.  თქვენ გაქვთ ხელშესახები პროგრესი აგრარულ დარგში. დიდი ინტერესით გავეცანი არსებულ სიახლეებს და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი მაქვს“, - განაცხადა არტურ ხაჩატრიანმა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლიანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა. მინისტრმა ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერა და ყურძნის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა. სომეხმა სტუმრებმა წილკანში პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების ლაბორატორიები (დნმ ლაბორატორია) დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს გაეცნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics