|
2018-09-19 12:42:52, 780 ნახვა
საზოგადოება
ზვიად აბაშიძე - არჩევნებში კონკურენცია საარჩევნო პროგრამებსა და საპრეზიდენტო კანდიდატების უნარებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა, გაუგებარ ინტრიგებს შორის
ექსპერტი ზვიად აბაშიძე გაერთიანებული ოპოზიციის ამომარჩეველთა სიაში პრემიერ ბახტაძის პირადი მონაცემების არსებობას კურიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ ადამიანს, რომელი პარტიის ან საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, მაშინვე უჩნდება ეჭვი, თუ როგორ შეიძლება მოქმედი პრემიერ-მინისტრი მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფი საპრეზიდენტო კანტიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდეს. „სრული აბსურდია და ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეთქმულების თეორიაშიც კი წარმოუდგენელია მსგავსი ფაქტის დაშვება. ყველა ამგვარი ფაქტის არსებობა ხელს უშლის არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარებას. იმისათვის, რომ ამომრჩეველმა უკეთ გააცნობიეროს საკუთარი არჩევანი, კონკურენცია საარჩევნო პროგრამებსა და საპრეზიდენტო კანდიდატების უნარებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა, გაუგებარ ინტრიგებს შორის. ამიტომ, ვინც ამგვარი საქმითაა დაკავებული, სამწუხაროდ მისთვის სახელმწიფოებრიობა და სტაბილური დემოკრატიული განვითარება მეორეხარისხოვანია“, - განაცხადა ზვიად აბაშიძემ. ექსპერტი იმედოვნებს, რომ გასაჯაროებული დოკუმენტის ავკარგიანობას შესაბამისი ორგანოები რაც შეიძლება სწრაფად დაადგენენ.
(NS)
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)