|
2018-09-18 16:43:35, 1830 ნახვა
საზოგადოება
კოალიცია „ლიბერალის“ რედაქტორის ცემაზე: გამოძიების მთავარი ვერსიაა, რომ ვარდიაშვილი თავდამსხმელებს სხვაში შეეშალათ
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, "ლიბერალის" მთავარი რედაქტორის ზურაბ ვარდიაშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მთავარი ვერსიაა, რომ ზურაბ ვარდიაშვილი თავდამსხმელებს შეეშალათ სხვა პიროვნებაში. "2018 წლის 15 სექტემბერს, "ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა - არავის აქვს ბრალი წარდგენილი და ზურაბ ვარდიაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. დღეს გამოძიების მთავარი ვერსიაა, რომ ზურაბ ვარდიაშვილი თავდამსხმელებს შეეშალათ სხვა პიროვნებაში და სინამდვილეში სულ სხვა პირთან აპირებდნენ ანგარიშსწორებას, რომელმაც შემთხვევამდე ერთი დღით ადრე იჩხუბა და აღნიშნა რომ ზურაბ ვარდიაშვილი იყო. თუმცა, შემთხვევიდან მეორე დღეს გამომძიებელი "ლიბერალის“ რედაქტორს დაჟინებით უმეორებდა, რომ სწორედ მან იჩხუბა და ამ მოტივით დაესხნენ თავს. პირველ რიგში, შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოძიების მხრიდან მსგავსი ზედაპირული დამოკიდებულების გამო და მოვუწოდებთ მას, მეტი ყურადღებით მოეკიდოს საქმეს. ამავდროულად, აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა ,,ლიბერალის“ რედაქტორზე თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს შსს-ს დროულად დაიკითხოს ყველა შესაძლო მოწმე, ზურაბ ვარდიაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ბრალი წარედგინოს ყველა იდენტიფიცირებულ პირს", - აღნიშნულია განცხადებაში.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)