|
2018-03-16 19:06:15, 2182 ნახვა
პოლიტიკა
სულეიმან სოილუ: თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას
თურქეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეს, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა, საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ნაყოფიერი თანამშრომლობა. სულეიმან სოილუს განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი ქართველ კოლეგასთან ერთად მოაწერა, სწორედ, ამ თანამშრომლობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის გაფორმება ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ორივე ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს. მისივე თქმით, კრიმინალისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ თურქეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს თურქეთის ხელისუფლების მტკიცე პოზიციასა და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებისადმი. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)