|
2026-07-21 20:18:11, 301 ნახვა
სამართალი
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუს-ი] დაარსების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებაში კი, ტენდერის გარეშე, 80 ათას 10 ლარს დახარჯავს – „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ საფუძვლით. „ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონცეფციის ჩამოყალიბებას დასჭირდა დაგეგმილზე დიდი პერიოდი, ასევე გარკვეული პერიოდი დასჭირდა ბაზრის კვლევის პროცედურებს, პროცედურების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ შედგა კომუნიკაცია ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიებთან, რათა საბოლოოდ დადასტურებულიყო, რომ კარგად იქნა აღქმული ტექნიკური დავალება და ღონისძიების ხარისხზე, მცირე ვადები ვერ მოახდენდა გავლენას. ღონისძიების სპეციფიკიდან, მასშტაბებიდან და ვადებიდან გამომდინარე, შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა და შემდგომ ელექტრონული ტენდერის პროცედურებით განხორციელება შეუძლებელია.“ – წერს სუს-ი შესყიდვების სააგენტოს. რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს? – შესყიდვების პორტალზე არსებულ ამ შეკითხვაზე პასუხად სუსი წერს:
პორტალის მიხედვით, ღონისძიების ჩატარების თარიღია 2026 წლის 1 აგვისტო [სუს-ი ცალკე სამსახურად 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან ფუნქციონირებს]. „ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, საზეიმო ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის გვესაჭიროება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და სივრცის დეკორირება, კერძოდ: გახმოვანების სისტემა, განათება, როგორც სასცენო ასევე სრული დარბაზის, ლედ-ეკრანები, ვიზუალური კონტენტის დამზადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სააქტო დარბაზის დეკორირება-შეფუთვა ბრენდირებული მასალებით, სცენის მოწყობა და აღნიშნულ სცენასთან ვიზუალურად თავსებადი ტრიბუნის დამზადება. ასევე გვესაჭიროება არსებული ღონისძიების ვიდეო გადაღება სატელევიზიო ფორმატში“, – წერს სუს-ი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)