08:42 - 22 Jul, 2026
|
2018-03-14 21:59:32, 1847 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის პოზიციაზე დამტკიცებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ლიდერობით გერმანია და ევროკავშირი გააგრძელებს წარმატებულ განვითარებას. საქართველო მუდმივად გრძნობს და აფასებს გერმანიის განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში, რაშიც დიდი წვლილი პირადად კანცლერ მერკელს მიუძღვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების 200-წლიანი მეგობრობა, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება“, - ნათქვმია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)