|
2018-03-12 20:26:53, 2101 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ლომია: რუსეთს ვერ ვესაუბრებით ულტიმატუმის ფორმით
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პარლმანეტში შემუშავებული რეზოლუციის არც ერთ ვერსიას არ ემხრობა. როგორც პარტიის წევრი გიორგი ლომია აცხადებს, რუსეთთან ულტიმატუმის ენით საუაბრი შედეგის მომტანი არ იქნება: „რუსეთს ვერ ვესაუბრებით ულტიმატუმის ფორმით. აქედან გამომდინარე, რეზოლუციები, ყვირილი, რომ თქვენ ხართ ოკუპანტები, მემგონი დადებითის არაფრის მომცემია, მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ისრაელის მაგალითს, როდესაც ისრაელის მოქალაქეებს იტაცებდნენ და კლავდნენ, დღეს ვერავინ გაბედავს ისრაელის მოქალაქეს მსგავსად მოექცეს“,-აღნიშნა გიორგი ლომიამ. ცნობისთვის, პარლამენტში ორი რეზოლუცია მომზადდა. ერთი საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო მეორე-უმრავლესობის. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად ერთიანი რეზოლუცია გავიდეს. თუმცა, „ევროპული საქართველოსთვის“ პრინციპული საკითხია ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა და სანქციების შემოღება.საკუთარი ვერსიაა აქვს საპარლამენტო უმრავლესობას.საბოლოო ტექსტი საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც სესიაზე გატანამდე საბოლოო შეთანხმება მიიღწევა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)