|
2018-03-12 17:21:55, 1986 ნახვა
პოლიტიკა
„თურმე საქართველოს გადაგდება შეიძლება, რომ კრემლმა შესანსლოს“ - Deutsche Welle-ს ანალიტიკოსი ევროკავშირს აკრიტიკებს
Deutsche Welle-ს ანალიტიკოსი კონსტანტინ ფონ ეგერტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეხმაურება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების შეშფოთება საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის გამო, უსამართლოა. "ევროკავშირის ხელმძღვანელობა გასულ კვირას თავს დაესხა საქართველოს, იმის გამო, რომ ამ ქვეყნის ასობით მოქალაქემ გერმანიასა და შვედეთს 2017 წლის მარტიდან თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა - სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა. კიდევ ასობით ადამიანმა იქურდა და სხვადასხვა უმსგავსობები ჩაიდინა (მიხარია, რომ ისინი დააკავეს და გააძევეს). კიდევ რამდენიმე ათასმა არალეგალური სამსახური იპოვა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იძულებული იყო ბრიუსელში ტუსკის მუქარებისთვის ესმინა. ანუ მთელი ერიტრეა და ნახევარი ავღანეთი შესაძლოა ევროკავშირში გადასახლდეს და მათ გარშემო იცეკვონ, ხოლო საქართველო - კონტინენტის უძველესი, პოლიტიკური ერი (სომხეთთან ერთად), ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა - ისინი თურმე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ და მათი გადაგდება შეიძლება, რომ კრემლმა შესანსლოს. ასე გამოიყურება პოლიტიკური თვითმკვლელობა და ამ შემთხვევაში ეს არ არის საქართველოს თვითმკვლელობა", - განაცხადა ფონ ეგერტმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)