|
2018-03-08 16:23:49, 2271 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე: ეს არის პიკი, რომელიც აუცილებლად გადაივლის
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება არ მოხდეს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საფრთხე ამ ეტაპზე არც არსებობს, თუმცა მოუწოდებს თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ: „ცხადია, შეიქმნა ცოტა რთული ვითარება იმიტომ,რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე წავიდა და ძალიან ბევრმა მოითხოვა ერთდროულად თავშესაფარი, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს არის პიკი, რომელიც აუცილებლად გადაივლის, მეორე მხრივ, ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ შეჩერება არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, რომ არ მოხდება, უბრალოდ, იყო გარკვეული პიკი, რომელიც აუცილებალდ გადაივლის და თითოეულ ჩვენს მოქალაქესაც მოვუწოდებ, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს და თავის შანსებსაც,რადგან არანაირი შანსი, რომ მიიღონ თავშესაფარი არ აქვთ და ამით უფუჭებენ საქმეს არა მხოლოდ სხვა მოქალაქეებს,არამედ თავის თავსაც“,-განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანია საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხის დაყენებას აპირებს. როგორც გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მაზიერიმ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციას შესაძლოა, საფრთხე მართლაც დაემუქროს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)