|
2018-03-07 14:12:41, 2168 ნახვა
პოლიტიკა
იოზვაკი: ბრიუსელში გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს
"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტის რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხი იქნება განხილული, ვინც ვიზალიბერალიზაციის პირორბებს არღვევს. ამის შესახებ ჟურნალისტი Twitter-ის გვერდზე წერს. მისივე თქმით, ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ განიხილება. „ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 8 მარტს ბრიუსელში გაიმართება, გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. 8-10 მარტს, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ იმ ძალისხმევების შესახებ, რომლებსაც საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებს“, - წერს იოზვაკი. გარდა ამისა, "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, წერს, რომ თუ საქართველო ყველა საჭირო ზომას არ მიიღებს. ასეთ შემთხვევაში ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არსებობს. "საქართველო მართლაც დგას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე, თუ ის არ გააქტიურდება, რათა მოქალაქეემა თავშესაფრის მოთხოვნა შეწყვიტონ. ეს არ არის შეთხზული პრობლემა. წელს 298 ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი შვედეთში და ამით სირიელი თავშესაფრის მაძიებლების მერე, მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი გახდა", - წერს კორესპონდენტი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)