|
2018-02-20 11:21:19, 1659 ნახვა
საზოგადოება
თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმს - CONNECT 2018-ს მასპინძლობს
20-22 თებერვალს, თბილისში ევროპის საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ამ ფორუმს მასპინძლობს, მნიშვნელოვანი წარმატებაა. „დაახლოებით რვა თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო მონაწილეობა შერჩევის პროცესში და გავმხდარიყავით CONNECT 2018-ის რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძლები. ფორუმი წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და თვით ის ფაქტი, რომ მოვიპოვეთ ამ ღონისძიების მასპინძლობის უფლება, უკვე დიდი წარმატებაა და მოწმობს ჩვენი ქვეყნისადმი მზარდ ინტერესს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფორუმზე უკვე დარეგისტრირდნენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა. CONNECT2018-ის ფარგლებში, 20 თებერვალს სასტუმრო „ბილტმორში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ბუტომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მხარეებმა განაცხადეს, ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ქეთევან ალექსიძის თქმით, ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მას მეტი ავიამიმართულებები დაემატოს.
(NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)