|
2018-02-19 15:21:57, 2570 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყებაში ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა დეპუტატებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი ტიპის სტრუქტურა - გენერალური დირექტორატი შეიქმნება. „ეს არის ახალი, ევროპული ტიპის სტრუქტურა და პირველად საქართველოს სახელმწიფო სამსახურის ისტორიაში შეიქმნება - ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, რომელიც მოიცავს რამდენიმე დეპარტამენტს, მათ შორის იმ დეპარტამენტებს, რომელიც შერწყმის შედეგად შემოგვიერთდა და ასევე საგარეო უწყებაში არსებულ დეპარტამენტებს. იქმნება მყარი და ძლიერი სტრუქტურა რომელიც არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ რყევებზე, ჩვენ გვყავს ის თანამშრომლები და გვაქვს ის ინსტიტუციური მეხსიერება, რომლებიც არ ექვემდებარებიან პოლიტიკურ ცვალებადობას, არიან თავისი საქმის პროფესიონალები და ჩვენ მათ აუცილებლად შევინარჩუნებთ", -განაცხადა ჯანელიძემ. მან ასევე ისაუბრა ინსტიტუციურ რეფორმებსა და ინიციატივებზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე იქნება ერთ-ერთი პირველი საჯარო სტრუქტურა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც აქტიურად დანერგავს ინტერნეტ ტექნოლოგიებს დიპლომატიაში. მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით არსებული ცალკეული ინიციატივები უკვე 2018 წლიდან ამოქმედდება. „უმთავრესი მიზანია საკონსულო მომსახურების გაუმჯობესება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობა საერთაშორისო კომპანია ვი-ეფ-ეს-თან, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულო მომსახურების აუთსორსინგს. ეს არის საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა და ვგეგმავთ რომ ეს გამოცდილება, რაც უკვე გვაქვს ინდოეთში, გავიზიაროთ სხვა ქვეყნებშიც, რაც გახდის საკონსულო მომსახურებას უფრო ეფექტურს", -განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, საკონსულო მომსახურებაში იგეგმება ხელოვნური ინტელექტის- ჩეტბოტის მომსახურების დანერგვა. „საგარეო საქმეთა სამინისტროში წამოვიწყეთ ამბიციური რეფორმა, რომლის მიზანია, რომ ქართული დიპლომატია იყოს ნოვაციების ავანგარდში. ვგეგმავთ ამბიციური ინტერნეტ ტექნოლოგიური სისტემის განვითარებას, რომელიც მოაწესრიგებს პროცესებს - აქტივობების, დავალებების, ორგანიზაციის, მართვის, ადამიანური რესურსების და სხვა ბევრი მრავალი მიმართულებთ. აღსანიშნავია, რომ ამ ამბიციური პროექტით უკვე დაინტერსდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები", - განაცხადა მინისტრმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)