|
2018-02-19 13:38:06, 1598 ნახვა
საზოგადოება
გარემოსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ შეხვედრაზე იმსჯელეს
მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგში გარემოსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მიმართა. შეხვედრის მიზანია, გარემოსა და ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მონაწილეებს შორის, რომლებიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობა. სემინარი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხების ინტეგრირებაში, შესაბამის პროგრამებში და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში ეროვნულ დონეზე. მხარეებმა გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ ქ. ოსტრავაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გამართული ევროპის მეექვსე მინისტერიალისა და გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მესამე სესიის (UNEA-3) შედეგებზეც იმსჯელეს. ასევე, გარემოსა და ჯანმრთელობის მიმართულებით ეროვნულ დონეზე არსებული პოლიტიკური, ინსტიტუციური, სამართლებრივი საფუძვლები, განხორციელებული და დაგეგმილი ქმედებები განიხილეს. შეხვედრას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და არასამთავრობო ორგანიზაცია - ქალები საერთო მომავლისთვის (Women Engage for Common Future (WECF)) ორგანიზებით გაიმართა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), მსოფლიო ბანკის (WB), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის (UNDAF), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), საქართველოს მწვანეთა მოძრაობის, მწვანე ალტერნატივა, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (NACRES), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ეკოხედვა/Ecovision-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)