|
2018-02-18 16:45:49, 2317 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ვიმუშავებთ, რომ 2019 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრა საქართველოში გაიმართოს
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო გააგრძელებს აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან, საქართველოში ტრადიციული საერთაშორისო კონფერენციების - თავდაცვისა და უსაფრთხოების და "ევროპული გზის" კონფერენციების თანაორგანიზების თვალსაზრისით. ასევე მინისტრის ინფორმაციით 2019 წელს იგეგემება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვერა საქართველოში. „ჩვენ ასევე ვიმუშავებთ, რომ 2019 წელს საქართველოში გაიმართოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრა - ეს შეხვედრები გასვლით ფორმატში იმართება, იკრიბება ქვეყნების და მონაწილეების ძირითადი ჯგუფი და იხილავენ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრის შეფასებით აღნიშნული ღონისძიების საქართველოში გამართვა ქვეყნისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც განიხილება როგორც საქართველოს საკითხები, ასევე რეგიონში და მსოფლიოში არსებული გარემო. მინისტრმა ასევე დადებითი შეფასება მისცა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას, მისი განცხადებით სამუშაო ვიზიტი მაქსიმალურად ეფექტურად იქნა გამოყენებული, როგორც მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების, ასევე საქართველოს წარმოჩენისთვის. „მაღალი დონის შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. რა თქმა უნდა ყველა ჩვენს პარტნიორთან გვქონდა საუბარი შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯებზე, როგორც უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ყველა მნიშვნელოვან პარტნიორთან და მეგობარ ქვეყანასთან" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით წლევანდელი კონფერენცია გამორჩეული და მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ პირველად ისტორიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა მნიშვნელოვანი ღონისძიება ქართული პოლიტიკისა და საქართველოს როლის შესახებ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)