|
2018-02-18 12:34:05, 1695 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ და სოზარ სუბარმა საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად ის ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულეს, რომლებმაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლებითანადაფინანსებით 2017 წელს შეიძინეს. მთავრობის წარმომადგენლები, დაბა ჩაქვში ბერიძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი ქობულეთისმუნიციპალიტეტში შუახევის რაიონის სოფელ პაპოშვილებიდან გადმოსახლდა. 4 სულიანმა ოჯახმა 2017 წლის სამინისტროს პროგრამითისარგებლა და ორსართულიანი კერძო სახლი, 2,800 კვ.მ მიწის ნაკვეთით შეიძინა. ზურაბ პატარაძე და სოზარ სუბარი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, გელაძეების მრავალსულიან ოჯახშიც იმყოფებოდნენ. 14წევრისგან შემდგარი ოჯახი შუახევის რაიონი სოფელ ცხემლარში ცხოვრობდა. ბერიძეების მსგავსად, გელაძეების ოჯახმაც ოჩხამურშითანადაფინანსებით კერძო სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ,,მოვინახულეთ სტიქიით დაზარალებული ოჯახები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში, რომლებსაც სახელმწიფომ, უკვემოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საცხოვრებელი ფართები გადასცა. გვიხარია, რომ წლების მანძილზე აქტიურად ვმუშაობთ ამმიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში 700-მდე სახლი იქნა შეძენილი სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, სპეციალური პროგრამის თანახმად200 ოჯახისთვის კარ-მიდამო შეძენილი არის. 2018 წელს დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიება, კერძოდ, ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება 120-მდესაცხოვრებელი ფართი. ამ მხრივ მუშაობა 2017 წელსაც აქტიურად ხორციელდებოდა. აჭარის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარი დახარჯული იქნაუშუალოდ კომპენსაციებისთვის. ასევე, 100-ზე მეტი ბინა იქნა შეძენილი. ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიაა. რათქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამას 2016წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში 2016-2017 წწ საცხოვრებელი ფართი თანადაფინანსებით 207-მა სტიქიის შედეგადდაზარალებულმა ოჯახმა შეიძინა. პროგრამა წელსაც გრძელდება, ბიუჯეტი 3 000 000 ლარით განისაზღვრება, დაგეგმილია 115 საცხოვრებელიფართის შეძენა.
(NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)