|
2018-02-17 14:25:09, 1844 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის რაიონში, მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე ამჟამად, გზის საფუძველი ეწყობა, რის შემდეგაც, ასფალტის ახალი საფარი დაიგება. „ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტულ პროექტს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს. ჩვენ გაზაფხულიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ, რაც რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს მარაბდის ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. „მარაბდის ქუჩაზე დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის საფარი იცვლება. სამუშაოები დაახლოებით, ათ დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, აქ მცხოვრებ მოსახლეობას ბევრად უფრო გაუმჯობესებული გარემო ექნება, ვიდრე მანამდე ჰქონდა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. მარაბდის ქუჩაზე სამუშაოების შედეგად, 1700 კვ.მ ფართობის გზა შეკეთდება. პროექტს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 115 000 ლარია. მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში დაახლოებით, 100 000-მდე კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
(NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)