|
2018-02-13 10:42:30, 2386 ნახვა
პოლიტიკა
რადას დეპუტატი: ლოგიკურია, რომ სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილი ძალის გამოყენებით გააძევა პოლონეთის ტერიტორიაზე
უმაღლესი რადას დეპუტატი დმიტრო ლუბინეცი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება კანონიერი იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი უფლებები სასამართლოს ყველა ინსტანციაში დაეცვა, თუმცა სასამართლომ მისი უკრაინაში ყოფნის საფუძველი ვერ დაინახა. ,,გუშინ კიევში აბსოლუტურად კანონიერი პროცედურა განხორციელდა, რადგან ბატონი სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოხვდა. მას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დაცვა ყველა სასამართლო ინსტანციაში ეცადა. სააპელაციო სასამართლომაც ვერ იპოვა კანონიერი საფუძველი იმისთვის, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა გაეგრძელებინა. მან გაარღვია საზღვარი უკრაინასა და პოლონეთს შორის და ლოგიკურია, რომ სასაზღვრო სამსახურმა ის ძალის გამოყენებით პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევა“, - აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი დმიტრო ლუბინეტი. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და უკრაინიდან პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევეს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)