|
2018-02-08 16:33:06, 2567 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს
გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ WDR იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რეგიონის მთავრობა უვიზო მიმოსვლის გაუქმების მოთხოვნის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს. ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მაძიებელტა მიმართ ზომები უნდა გამკაცრდეს. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში სულ უფრო მეტი ქართველი ჩადის, თუმცა მათ გერმანიაში დარჩენის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. WDR წერს, რომ რეგიონში საქართველოს მოქალაქეებთან გარკვეული პრობლემები იქმნება. „პოლიციის ინფორმაციით, ლტოლვილთა ბანაკ ორლინგსჰაუზენში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. აღნიშნულ ბანაკში მცხოვრებთა ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან", - წერს მედია.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)