|
2018-02-05 10:16:48, 1864 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძე დღეს შეხვედრებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან და კონგრესის კვლევით სამსახურის დირექტორ მერი მაზანეკთან გამართავს. დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს, ელიზაბეტ მილარდს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პოს და თანათავმჯდომარე ჯერი კონოლის შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე პიტერ როსკამთან, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)