15:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 13:27:21, 400 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის მოსაზრებით საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI–ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 37% აცხადებს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 23% საპირისპიროს აცხადებს.  34% კი, მიიჩნევს, რომ ქვეყანა არ იცვლება.
ამასთან, გამოკითხულთა 45% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მოქმედი ხელისუფლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 50% კი, არ ეთანხმება.
კითხვაზე, როცა საქართველოს მომავალზე ფიქრობთ, თვენი აზრით, რა მდგომარეობა იქნება 2 წლის შემდეგ, გამოკითხული მოსახლეობის 7% ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, 33%–ის თქმით დღევანდლეთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება, 27% ფიქრობს, რომ არაფერი შეიცვლება, 13%–ის მოსაზრებით დღევანდელთან შედარებით უარესი მდგომარეობა იქნება, 2% აცხადებს, რომ ყველაფერი ცუდად იქნება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევებს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics