2026-06-25 15:04:22, 274 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია თითქმის 1000 ადამიანი. ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის კომისარმა დელსი როდრიგესმა, რომლის განცხადებაც ტელეარხ Venezolana de Televisión-მა გაავრცელა.
„ამ დროისთვის დადასტურებულია 164 დაღუპული და 971 დაშავებული“, - თქვა მან.
როდრიგესმა დასძინა, რომ მიწისძვრის შემდეგ დაახლოებით 30 შემდგომი ბიძგი დაფიქსირდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,