|
2017-11-21 10:28:37, 1849 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
იუსტიციის სამინისტრო სამართლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტებთან ახალი ტიპის თანამშრომლობას იწყებს. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ" მემორანდუმი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან (სდასუ) გააფორმა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნივერსიტეტის რექტორ თეიმურაზ ქორიძეს ვაუჩერები გადასცა, რომლებიც სდასუ-მ მაცნესგან სტუდენტებისთვის შეიძინა. ეს არის პირველი ასეთი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისთვის ვაუჩერების შეძენა განხორციელდა, რომელიც მათ საჩუქრად გადაეცათ. სტუდენტებს უჩნდებათ ნორმატიული აქტების ბეჭდურ ვერსიებზე ხელმისაწვდომობის უკეთესი შესაძლებლობები. მომავალ იურისტებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მაცნეს სტამბაში გამოცემული კოდექსები, ნორმატიული აქტები თუ სხვა სახის იურიდიული ლიტერატურა. ამ სტუდენტური ვაუჩერებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მაცნეს ადმინისტრაციულ ვებგვერდზე (matsnebooks.gov.ge) განთავსებული ნებისმიერი იურიდიული რესურსით. თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, გაერთიანდნენ „მაცნეს კლუბში", რომელიც პირველი სადისკუსიო პლატფორმაა იურისტებისთვის. აქ ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ და კამათობენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. „მაცნეს კლუბი" ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულთ აერთიანებს, რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ და დაუსვან კითხვები. „მაცნეს კლუბში" პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები საინტერესო საკითხებზე იმართება. კლუბის მენტორები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები გეგმავენ და ახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით ირჩევა. იუსტიციის სამინისტროს მემორანდუმი რამდენიმე სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. (NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)