|
2017-11-10 11:44:54, 1831 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. სააგენტოს ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალი რისკის სურსათის - ხორცის და რძის პროდუქტების სექციებზე. „მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა. ამჯერად გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი, რომელთაგანაც ორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა. მიმდინარე წელს საქართველოს აგრარულ ბაზრებში 161 ბიზნესოპერატორის ინსპექტირება განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 200-ზე მეტი ობიექტი, დაჯარიმდა 53, რომელთაგანაც 4 - რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, ხოლო 18 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შეუსაბამობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი მითითებები და უმეტესობას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ საქმიანობის უფლება აღუდგა. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აგრარული ბაზრების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშის აღება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)