15:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 16:10:50, 942 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები გრძელდება

რეგიონში სერვისის გასაუმჯობესებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს. ამჯერად, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები მიმტანებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უტარდებათ.

რეგიონში მოქმედი გამოცდილი პრაქტიკოსი ტრენერები კოლეგებს სტუმრის მომსახურებისა და მაღალი სერვისის შეთავაზების საერთაშორისო სტანდარტებს აცნობენ.

წელს, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

დამატებითი ინფორმაცია:

მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის გადამზადებულ მეპატრონეს ითვალისწინებს. რაც შეეხება ქალაქს, ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. 60-მა დამწყებმა და მოქმედმა გიდმა კი ინტენსიური ტრენინგები 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გაიარეს.  თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკურსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებდა. მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს პირველად ჩატარდა. ჯამში, ბოლო 5 წელში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 1 637 ტურიზმის დარგში დასაქმებული ადამიანი გადამზადდა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics