|
2017-11-09 13:05:35, 2119 ნახვა
საზოგადოება
დევდარიანი: ადამიანთა უმეტესობა, რომლებმაც სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი დაარღვიეს, თბილისსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებია
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (CIDA) აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის განცხადებით, მონაცემები, რაც გამოქვეყნებულია, აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლით ბევრი ადამიანი სარგებლობდა. თუმცა, მისივე თქმით, დასაფიქრებელია მონაცემები იმ ადამიანებისა, რომლებმაც დაარღვიეს შენგენის ზონაში ყოფნის პროცედურები. "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამრღვევთა რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ საინფორმაციო კამპანიები ვაწარმოოთ, მათ შორის იმ რეგიონებში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სამწუხაროდ, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს. ყოველთვიური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მაგალითად მოლდოვაში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დატოვა ქვეყანა და უკან არ დაბრუნდა იყო 16%. მონაცემები არ არის საგანგაშო, თუმცა მეორე მხრივ დამრღვევთა სავარაუდო რაოდენობა ყველა უწყებას უბიძგებს მოქმედებისკენ",-აღნიშნა ზვიად დევდარიანმა და დასძინა, რომ თბილისი და იმერეთი არის ის რეგიონები, სადაც ყველაზე მეტია პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები. ცნობისთვის, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის მიზანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილების შეჯამებაა. შეხვედრაზე პრეზენტაცია შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა წარადგინეს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)