15:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 11:56:07, 1180 ნახვა

სამხედრო
„ძლიერთა თამაშების“ ქართველი გამარჯვებულები Tbilisi Huawei-ის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს

„ძლიერთა თამაშები 2017“-ის (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის კატეგორიაში გამარჯვებული დაჭრილი ქართველი სამხედროები, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ეგიდით, Tbilisi Huawei Technologies Co. წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა ოქროსმედალოსნებს Huawei-ის ფირმის ფიტნეს სამაჯურები გადასცეს და დამსახურებული გამარჯვება მიულოცეს. 
უწყების ცნობით, ფიტნეს სამაჯურები დაშავებული სამხედროების ფიზიკური მზადყოფნისა და სპორტული აქტივობის მონიტორინგს ახორციელებს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, ასევე უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. 
ღონისძიების ორგანიზატორებს ქართველი სამხედროების გულშემატკივრობისა და საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს.

საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში გაიმართა.

წელს კანადაში ჩატარებულ საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. 
დაძაბულ ფინალურ შეხვედრაზე ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. 
Invictus Games-ის გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.
მჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში 4-12 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics