15:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 21:01:59, 2352 ნახვა

კომენტარი
დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა

თბილისის დროით 21:00 საათზე დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა.

არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი ორ ბიბლიაზე დადო. ერთ-ერთი ბიბლია, რომელზეც რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ფიცი დადო, აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლიაა და ტრადიციულად ინაუგურაციის დროს გამოიყენება, ხოლო მეორე, დონალდ ტრამპის ბიბლიაა, რომელიც მას დედამისმა 1955 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ აჩუქა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, არჩევნებში დამარცხებული დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, ბარაკ და მიშელ ობამები, ჯორჯ ბუშ უმცროსი სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ესწრებიან.

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ, არჩევნებში მონაწილე დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ მას სწამს ქვეყნის მომავლის და ის ტრამპის ინაუგურაციას დემოკრატიის პატივსაცემად ესწრება.

ცნობისთვის, ინაუგურაციის პარალელურად ქვეყნის მასშტაბით არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინაროებს. მანჰეტენზე გამართულ მიტინგში მონაწიელობა ჰოლივუდის ვარკვლავებმაც მიიღეს. მომიტინგეებმა ვაშინგტონში 20 ძირითადი ქუჩა გადაკეტეს, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე 3.000 სამართალდამცველი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის 5.000 მებრძლია მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი 177-200 მილიონი დოლარი დაჯდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics