|
2016-11-17 10:55:09, 684 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეა გამოფენას „რაგბი ჩვენი თამაშია" მასპინძლობს
თიბისი გალერეაში ფოტოგრაფ გოგიტა ბუხაიძის პერსონალური გამოფენა „რაგბი ჩვენი თამაშია" გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 40-მდე ფოტო, რომლებიც გოგიტა ბუხაიძემ 14 წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების სხვადასხვა თამაშზე გადაიღო. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები 2002 წლიდან, როდესაც ქართველი ბორჯღალოსნები პირველად გავიდნენ საასპარეზოდ მსოფლიო თასზე; ასევე, ისეთი სააინტერესო და დაძაბული მატჩების ამსახველი ფოტოკადრები, როგორებიცაა ფიჯი-საქართველო, იაპონია-საქართველო, არგენტინა-საქართველო, ტონგა-საქართველო, სამოა-საქართველო და ა.შ. გოგიტა ბუხაიძე უკვე მრავალი წელია მორაგბეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და მათ თამაშებს იღებს. ფოტოგრაფი, რომელიც გატაცებულია სპორტული ფოტოგრაფიით, არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორია. გამოფენა „რაგბი ჩვენი თამაშია" რაგბის კავშირის გენერალური პარტნიორის თიბისი ბანკის მხარდაჭერით იმართება. თიბისი ბანკისა და რაგბის კავშირის თანამშრომლობა მიზნად ისახავს რაგბის განვითარების ხელშეწყობას და მისი, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის, პოპულარიზაციას. გოგიტა ბუხაიძის ნამუშევრები თიბისი გალერეაში 18 ნოემბრამდე დარჩება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)