|
2016-11-14 15:46:53, 900 ნახვა
საზოგადოება
დიაბეტთან ბრძოლის დღეები ფარმადეპოში
30 ნოემბრის ჩათვლით ფარმადეპო გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას: -10% შაქრის საზომ აპარატებზე ასევე, შეიძინეთ ნებისმიერი დიაბეტური პროდუქტი ფარმადეპოში და მიიღეთ ფასდაკლების ვაუჩერი ლაბორატორიულ კვლევებზე სინევოში, ვაუჩერის საშუალებით: სისხლში გლუკოზის განსაზღვრა მხოლოდ 1 ლარად და გლიკოლიზირებული ჰემოგლობინის ტესტი და სისხლის საერთო ანალიზი მხოლოდ 15 ლარად რა ვიცით დიაბეტის შესახებ? დიაბეტის მსოფლიო დღე დაარსდა 1991 წელს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და აღინიშნება ყოველწლიურად 14 ნოემბერს. საქართველოში ყოველწლიურად დიაბეტის 10 000 -ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი). ამ პათოლოგიით დაავადებულთა ნახევარზე მეტმა, არ იცის საკუთარი დიაგნოზის შესახებ. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტია. რაც უფრო დროულად იქნება გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი და დაიწყება მკურნალობა, მით მაღალი იქნება გართულებების თავიდან აცილების შანსი . დიაბეტი არის დაავადება, როცა ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყაროს, გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა (შაქარი) ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით, რომლის ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელიც გამომუშავდება კუჭუკანა ჯირკვალში ანუ პანკრეასში. 1. როდესაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ცოტა ან არასაკმარისი რაოდენობით ინსულინს - ეს არის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი 2. როდესაც ორგანიზმი ვერ მოიხმარს მის მიერვე გამომუშავებულ ინსულინს - ეს არის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ( “მოზრდილთა დიაბეტი” ვითარდება მოწიფულ ასაკში, ძირითადად 30 წლის შემდეგ) ასევე არსებობს გესტაციური დიაბეტი, რომლის დიაგნოსტირება ხდება ორსლობის დროს ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისხლში გლუკოზის აწეული დონე აზიანებს მთელ ორგანიზმს, ადამიანს უქვეითდება ენერგია, აქვს დაღლილობის შეგრძნება, უხასიათობა, შიმშილის გრძნობა, გაძლიერებული წყურვილი და შარდვა . დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში დიაბეტი ისეთი გართულებების მიზეზია, როგორიცაა: თირკმლის უკმარისობა, რეტინოპათია (თვალის დაზიანება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნეიროპათია (ნერვული სისტემის დაზიანება), ტერფის დაზიანება. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორები :
არსებობს უამრავი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია შესაძლებელია. მართალია ჯანსაღი ცხოვრების წესი ვერ უზრუნველყოფს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის თავიდან აცილებას, თუმცა შესაძლებელია დაავადების მართვის უზრუნველყოფა ,რაც გულისხმობს გლუკოზის მაჩვენებლის შენარჩუნებას ნორმის ან ნორმასთან მიახლოებულ ფარგლებში. დროული დიაგნოსტიკა და თერაპიის დანიშვნა აუცილებელია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი და შენელდეს გართულებების განვითარება. (NS)
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)