|
2016-11-14 13:30:14, 632 ნახვა
საზოგადოება
ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დასრულდა
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს, გივი კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მერიაში აცხადებენ, ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის მიხედვით, მდინარის ნაპირზე დამბა,დამბის წინა მხარეს კი ბეტონის დამცავი საფარი მოეწყო. მზიურის მიმდებარედ გაგანიერდა ვერეს კალაპოტი, დასრულდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება და მდინარის წყლის შემშვებ-გამომშვები, 500 მმ-იანი მილების მოწყობა. თბილისის მერის განმარტებით, ვერეს ხეობაში, პრევენციის მიზნით, კიდევ რამდენიმე პროექტი განხორციელდება. „მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, ვერეს ხეობაში,ამ მიმართულებით, პროექტები გრძელდება, სხვადასხვა ნაწილში კალაპოტის ფორმირების მე-2 და მე-3 ეტაპის სამუშაოები დაიწყება; გაზაფხულზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, გამწვანების პროექტს განახორციელებს. ასევე, კეთილმოეწყობა მზიურის პარკი“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ. მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოების პირველი ეტაპისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)