|
2016-09-22 17:50:30, 726 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა ყურადღების გამახვილება პრემიერის გამოსვლაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას პარტიის წევრები თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი ცქიტიშვილი აფასებენ. "ჩემის აზრით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. პრაქტიკულად, პრემიერ -მინისტრი შეეხო ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც მთავარია, იმ მიღწევებსაც, რომელიც, ასე ვთქვათ, საქართველოს წინაშეა. მან წარმოაჩინა საქართველო, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მარტო მიმღებია გარკვეულწილად საერთაშორისო მხარდაჭერის არამედ სრულფასოვანი მონაწილე საერთაშორისო პროცესების და სრულფასოვანი პარტნიორი ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის. უნდა ავღნიშნოთ, რომ პრემიერი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის მიმდინარე რეფორმები ქვეყანაში, რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა ქვეყანაში წინა სააერჩევნო გარემოს, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია დემოკრატიული განვითარების და დემოკრატიული სტანდარტების, ახალი კულტურის ჩამოყალიბების", - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)